ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების არაფორმალური საგანგებო სამიტი ჩატარდება. Reuters-ის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და დანია, რომელიც წარმოადგენს ასევე ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს.
სამიტს ასევე დაესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.
ერთი კვირით ადრე ტრამპმა განაცხადა რომ სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში მასთან პირისპირ შეხვედრაც გამართოს.
ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება ევროპის გარეშე ვერ მოხდება.