ბრიტანეთი მზადაა საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად | სტარმერი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები გაგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების უზრუნველსაყოფად - განაცხადა პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა.

როგორც გამოცემა The Telegraph აღნიშნავს, ბრიტანეთის პრემიერმა პირველად განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების განლაგების შესაძლებლობას განიხილავს.

„ბრიტანეთი მზად არის წამყვანი როლი ითამაშოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივ მხარდაჭერას, რომლისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოყო 3 მილიარდი ფუნტი წელიწადში მინიმუმ 2030 წლამდე. ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შევიტანოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ჩვენი ჯარების შეყვანის გზით." აღნიშნავს ბრიტანეთის პრემიერი. 

მისივე თქმით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ პოტენციურად საფრთხე შეექმნება ბრიტანეთის ჯარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება ხელს შეუწყობს თავად ბრიტანეთისა და მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერებას.

„ამ ომის დასასრული, როცა ის მოვა, არ შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი შესვენება პუტინის ხელახლა თავდასხმამდე“, დასძინა კირ სტარმერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი