საარჩევნოდ, მეეზოვეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ, "მთავარი არხის" მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან 4 თვის შემდეგ, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რეპორტაჟის ავტორი, "მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე გამოკითხვაზეა დაბარებული. რა მუხლითა და კვალიფიკაციითაა დაწყებული გამოძიება უცნობია.
რეპორტაჟი ამ თემაზე 17 ოქტომბერს გავიდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადასტურდა , რომ რუსთავში, მეეზოვეებს, "ოცნების" დავალებით, პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
იხილეთ: