გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი დახმარების პაკეტი გადასცა. ცნობილია, რომ დაახმარების მსვილი პაკეტი მოიცავს ტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვადასხვა სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.

გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო პაკეტში შედის: 56 MRAP ჯავშანმანქანა; Leopard 1 ტანკების საბრძოლო მასალა; ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები Marder; ჰაერსაწინააღმდეგო ტანკ GEPARD-ის 41 000 ტყვია; საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ის რაკეტები, 4 ცალი Zuzana 2 ჰაუბიცა, 50 000 ცალი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი; 2 000 ცალი 122-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი; 300 HF-1 თავდასხმის დრონი; 51 Vector სადაზვერვო თვითმფრინავი სათადარიგო ნაწილებით; 245 RQ-35 Heidrun სადაზვერვო დრონი; 29 Songbird სადაზვერვო დრონი და 14 Hornet XR სადაზვერვო თვითმფრინავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი