ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს. სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.

ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, მაგრამ გაწევრიანებაზე უბრალო უარი საკმარისი არ არის.

"კიევის NATO-ში მიღებაზე უარი ახლა საკმარისი არ არის. ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა გააგრძელებს ატმოსფეროს მოწამვლას ევროპის კონტინენტზე", - თქვა ზახაროვამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი