უკრაინამ, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ქარხანა "როსნეფტს" ეკუთვნის. ინფორმაციას რეგიონის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ფედორიშევი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა - ადგილზე ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სულ მცირე ორი აფეთქების ხმა ისმოდა. თავის მხრივ, რუსული მხარე ამბობს, რომ 9 დრონი ჩამოაგდო. ამასთან, კაზანსა და ნიჟნიკამსკის აეროპორტების მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.