POLITICO: EU-ის ქვეყნები უკრაინისთვის, ომის დაწყების დღიდან, დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს პაკეტს ამზადებენ | ღირებულება, სულ მცირე, 6 მილიარდი ევრო იქნება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის, ომის დაწყების დღიდან დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს პაკეტს ამზადებენ, რომელიც სულ მცირე, 6 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება. ინფორმაციას POLITICO 3 ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარების პაკეტის დეტალები კიევში, ევროკიმისიის წევრების ვიზიტის დროს გახდება ცნობილი, რომელიც სიმბოლურად, ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს შედგება.

როგორც POLITICO წყაროებზე დაყრდნობით წერს, პაკეტი მოიცავს ყველაფერს- 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან დაწყებული, საჰაერო თავდაცვის სისტემებით დასრულებული. ამასთან, გამოცემა იტყობინება, რომ 6 მილიარდი ევრო დახმარების მინიმალური თანხაა და ის შესაძლოა 10 მილიარდამდე, ან უფრო მეტ თანხამდეც გაიზარდოს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი