ოკუპანტებმა ოდესაზე ბოლო 2 დღის განმავლობაში მეორე იერიში მიიტანეს | 90 000 აბონენტი დენის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ოდესაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორე იერიში მიიტანა - თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ქალაქის მერი, გენადი ტრუხანოვი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის დროს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. იერიშის დროს დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, კვების ერთ-ერთი ობიექტის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა გზები და რამდენიმე სახლი.

რაც შეეხება დაშავებულს ის კლინიკაში გადაიყვანეს.

თავდასხმის დროს დაზიანდა ელექტროსადენები, რის გამოც ჯამში, 2-დღიანი იერიშის შედეგად, 89 500 აბონენტი დენის გარეშე დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი