"უკრაინა დემოკრატიაა, პუტინის რუსეთი - არა" | EU-ს პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

უკრაინა დემოკრატიაა, პუტინის რუსეთი - არა - ასე პასუხობს ევროკავშირის პრესსპიკერი, დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებულ შეკითხვას. 

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ პირდაპირი და მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით: პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურად იქნა არჩეული თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სტეფან დე კერსმაკერმა.

მისივე თქმით, უკრაინასაც და ევროპასაც უნდა ჰქონდეთ სიტყვა ნებისმიერი მოლაპარაკების დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი