"ვრცელი და პოზიტიური დისკუსია იყო ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის მამაც და მებრძოლ ლიდერთან" | ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი

გამოქვეყნდა:

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. 

როგორც კელოგმა X-ზე დაწერა, შეხვედრა და საკითხების განხილვა ინტენსიური და პოზიტიური იყო.

"ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის უფროს ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის მამაც და მებრძოლ ლიდერთან და ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან ერთად", - წერს კელოგი. 

მანამდე შეხვედრაზე ინფორმაცია თავად ზელენსკიმაც გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ შედგა კარგი საუბარი, ბევრი დეტალებით. ზელენსკი აღნიშნავს,  რომ  ის მადლობელია შეერთებული შტატების მთელი ომის განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი