აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო ანდრეი სიბიგას, პარასკევს ესაუბრა
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას, რათა დაადასტუროს პრეზიდენტ ტრამპის ერთგულება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესახებ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ეფექტური მუშაობის გზით“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, სატელეფონო საუბარი აშშ-სა და უკრაინის ლიდერებს შორის მაღალი დონის შეხვედრების სერიის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას.
ინფორმაცია სახდეპმა დღეს, 22 თებერვალს გაავრცელა.