ესტონეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას 25 მილიონი ევროთი ზრდის

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარებას 25 მილიონი ევროთი გაზრდიან: 

"ესტონეთმა მიიღო კრიტიკული და აუცილებელი გადაწყვეტილება, გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება 25 მილიონი ევროთი. დამატებით ჩვენი ვალდებულებისა, გამოვყოთ ჩვენი მშპ-ს 0.25% უკრაინის სამხედრო დახმარებაზე.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად და გავაკეთოთ მეტი, რათა უკრაინას ჰქონდეს რესურსი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად" წერს მარგუს ცაჰკნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი