რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 267 "შაჰიდიდან" 138 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს, უკრაინას რუსეთმა რეკორდული რაოდენობის 267 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს

უკრაინის საჰაერო ძალებმა, 267 დრონიდან 138 ჩამოადგეს, 119 ადგილზე დაიკარგა, 3 რუსეთში გაფრინდა, 1 კი ბელარუსში. ასევე, ოკუპანტებმა სამი ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ/KN-23 გამოიყენეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, რივნეს, ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავას, კიევისა და ზაპორიჟიეს რეგიონები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი