"თქვენი ქვეყნის, თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო მომავლის დაცვის მესამე წელს, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პატივისცემა თქვენს გამბედაობასა და გამძლეობას! გამაგრდით!"
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.