ჯო ბაიდენს და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს და მის მეუღლეს ჯილ ბაიდენს covid19 არ დაუდასტურდათ. ბაიდენს ვირუსზე ტესტი, დღეს, მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანია ტრამპს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ჯილ ბაიდენს covid19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდათ. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ვაცხადებ ჩემი პასუხისმგებლობით,  - ამბობს ჯო ბაიდენის პირადი ექიმი, კევინ ო’კონორი.

თუმცა ბაიდენის ექიმის ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა ვირუსი 14 დღე არ გამოვლინდეს და ამ დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

ბაიდენმა კორონავირუსის ტესტის პასუხის შესახებ Twitter-ზე დაწერა:

ბედნიერი ვარ, რომ მე და ჯილს covid19 არ აღმოგვაჩნდა. მადლობა ყველას მოკითხვისთვის. ვიმედოვნებ, ეს შემთხვევა შეგახსენებთ, რომ ატაროთ პირბადე, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაიბანოთ ხელები, - თქვა ჯო ბაიდენმა 

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის,
გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა, რომ ჯილთან ერთად მათი ოჯახისთვის ილოცებს. 

დემოკრატების ლიდერმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, მიჩიგანში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ცნობისთვის, ტრამპმა, ბაიდენის შესახებ, რომელიც პირბადეს ატარებდა, თქვა - "მე მისგან განსხვავებით პირბადეს არ ვატარებ, ყველგან პირბადით ჩნდება, თუნდაც 60 მეტრის დაშორებით იდგეს მაინც უზარმაზარი პირბადე უკეთია".

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატები 29 სექტემბერს გაიმართა. დებატები სოციალური დისტანციის დაცვით ჩატარდა. დებატებზე დამსწრეებს  კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ტრამპსა და ბაიდენს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე, ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს არ მიახლოებიან, მაგრამ მათ ერთ ოთახში 2 საათი გაატარეს და არცერთს სამედიცინო ნიღაბი არ ეკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი