"ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო - რუსეთის სურვილის, გააფართოოს იმპერია" | კიევში ტრუდომ უკრაინის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა, ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო - რუსეთის სურვილის, წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი შეტევა" - განაცხადა კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

კანადის პრემიერმა პარტნიორებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის დახმარება და დაამატა, რომ კიევი მიიღებს დამატებით 25 LAV III ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანას, სადესანტო სისტემებს F-16-ებისთვის და სხვა სახის იარაღს. ტრუდოს თქმითვე, კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 5 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს.

ტრუდო ევროპელი ლიდერების მსგავსად, უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა.
პუტინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავთან დაკავშირებით, კიევში უკრაინის მხარდამჭერი სამიტი იმართება, რომელსაც 10-ზე მეტი ევროპული ქვეყნის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი