ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, თუ როდის შეიძლება მიეცეს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება.
როგორც ლაიენმა აღნიშნა, გაწევრიანების პროცესი "დაფუძნებულია დამსახურებაზე" და გაწევრიანება მომგებიანი უნდა იყოს როგორც განმცხადებელი ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ სურს დანიშნოს კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიძლება გაწევრიანდეს უკრაინა, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სხვა განმცხადებელი ქვეყნებიც ამას მოითხოვენ.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა კარგად მუშაობს და შეიძლება "2030 წელზე ადრე მიღება", თუ ქვეყანა "ამ სისწრაფითა და ხარისხით" გააგრძელებს მუშაობას.
"ნამდვილად ვაფასებ იმ პოლიტიკურ ნებას, რომელიც არსებობს. ვიტყოდი, რომ უკრაინის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, თუ ისინი ამ სისწრაფითა და ხარისხით გააგრძელებენ, შესაძლოა, ისინი 2030 წელზე ადრე [გაწევრიანდნენ]", - თქვა ურსულამ.