თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ოლიგარქის სასამართლომ "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
მისთვის პროკურატურა 50 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
"მტკვარი ჰესის" საქმეზე ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი დღეს, 25 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.ბრალდება 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილის თქმით, ოლიგარქმა მის წინააღმდეგ ახალი საქმე იმიტომ აღძრა, რომ მიმდინარე "ფულის მითვისების" საქმე "ამ სასამართლოს და პროკურატურის პირობებშიც კი უპერსპექტივოა".