სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნა.
დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ჯარის დასახმარებლად იანვარ-თებერვალში 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა გარდა იმ დაახლოებით 11 000 ჯარისკაცისა, რომელიც უკვე იმყოფება ქვეყანაში უკრაინის ძალებთან საბრძოლველად. ამასთან, უცნობია, გაგზავნეს თუ არა ჯარისკაცები კურსკის რეგიონში რუსების დასახმარებლად, თუ ისინი სხვა ტერიტორიაზე იმყოფებიან.
გარდა ამისა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში კიდევ დამატებითი ჯარების გაგზავნას აპირებს.