"მშვიდობისკენ სვლაში ძალაა საჭირო. ვმუშაობთ ისე, რომ უკრაინის პოზიციები ყველა შემთხვევაში დაცული იყოს" | ზელენსკი ადასტურებს, რომ ხვალ ტრამპს შეხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება.

"დღეს მქონდა ძალიან ბევრი საერთაშორისო სამუშაო. ჩვენი გუნდები მუშაობენ ამერიკასთან, ჩვენ ვემზადებით მოლაპარაკებისთვის უკვე ამ პარასკევს. შეთანხმება ამერიკასთან. ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერა. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები - ეს არის გასაღები იმისკენ, რომ რუსეთმა აღარ გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს. ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიოში მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის დახმარება არ შეჩერდეს. მშვიდობისკენ სვლაში ძალაა საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ უკრაინის პოზიციები ყველა შემთხვევაში დაცული იყოს", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი