ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში "ომის დარეგულირების" ფარგლებში, ვლადიმერ პუტინს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
მანამდე, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა: "მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის კონტექსტში, რაზეც აშშ-ის ლიდერმა თქვა: "მას მოწევს" ამის გაკეთება. მან არ დააკონკრეტა თუ რა სახის დათმობებზეა საუბარი, თუმცა დაამატა, რომ თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევდნენ, "ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა".
უნდა თქვას, უკრაინელები კარგი მებრძოლები არიან, თუმცა ტექნიკის გარეშე, ჩვენი ტექნიკის გარეშე - ჩვენ საუკეთესო სამხედრო ტექნიკა გვაქვს მსოფლიოში - ჩვენი ტექნიკის გარეშე ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა", - თქვა ტრამპმა.