ირლანდიის პრემიერმინისტრი მაიკლ მარტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვდა.
მაიკლ მარტინის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირთან ერთად უკრაინაში მშვიდობის მიღწევა.
"თბილი და არსებითი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან შენონში.
მე გავიმეორე ირლანდიის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა შევთავაზოთ ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა.
ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ევროკავშირთან ერთად უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი და გამძლე მშვიდობის მიღწევა," - წერს მარტინი.
ზელენსკი აშშ-ში მიემგზავრება. ის ირლანდიის პრემიერს სწორედ ვაშინგტონში ჩასვლამდე, შენონის აეროპორტში შეხვდა. ხვალ თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებები შედგება. სავარაუდოდ, ხელი მოეწერება წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასაც.