მარიუპოლში ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენელი იჯდა - ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
თავდასხმაში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრები მონაწილეობდნენ. უკრაინელი პარტიზანები ოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.
"უკრაინსკაია პრავდას" წყაროს ცნობით, სპეცოპერაციის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო დგას.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.