აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის შეთანხმებაზე გარკვეული ჩარჩოები უკვე არსებობს და შედეგის მიღწევის არის რეალური შანსი არის. ამის შესახებ მან თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მედიასთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.
"ძალიან დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის ვუმასპინძლო. ძალიან დიდი მუშაობა გამოვიარეთ. ერთმანეთს კარგად და დიდი ხანია ვიცნობთ. კარგად ვუგებთ ერთმანეთს... რაღაც კარგი საუბრები გვქონდა რუსეთთან - ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს. ვეცდებით შეთანხმებას მივაღწიოთ - მივიღოთ ის რაც ორივე მხარეს სურს. ფორმალური შეთანხმება ჯერ არის მიღწეული, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ჩარჩოები და ჩემი აზრით, არსებობს რეალური შანსი მივაღწიოთ შედეგს. ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს ჯარისკაცების სიცოცხლეა. ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო იღუპება და ჩვენ გვინდა ეს ჩავაჩეროთ...
თქვენმა სამხედროებმა გამოავლინეს წარმოუდგენელი სიმამაცე. ჩვენ მივეცით მათ მშვენიერი აღჭურვილობა, მაგრამ ამ აღჭურვილობას მართვა სჭირდება და მათ ამას მშვენივრად გაართვეს თავი. მე დიდ პატივს ვცემ თქვენს გენერლებს, სამხედროებს და პირადად თქვენ - თქვენ წარმოაჩინეთ თავები მამაც მეომრებად. თქვენ უნდა იამაყოთ მათი [თქვენი სამხედროებით]. მაგრამ ახლა დროა ეს ომი დავასრულოთ. ჩვენ გვინდა ამას წერტილი დავუსვათ", - თქვა ტრამპმა.