აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა აპირებს თუ არა ის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებების გაგრძელებას იმ შემთხვევაში თუ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული.
"არ მოველით ბევრი იარაღის გაგზავნას, მოველით ომის დასრულებას. პასუხია კი. მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, რადგან მოველი [მშვიდობის] მალე მიღწევას", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.