უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი FOX News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინაზე მეტად ომის დასრულება არავის უნდა.
"არავის სურს [ომის დასრულება] ჩვენზე მეტად, რადგან ჩვენ ვართ ამ ომში, ამ ბრძოლაში, ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის, თავისუფლებისთვის", - თქვა მან.
მისი თქმით, თეთრ სახლში მომხდარი კამათი "არ იყო კარგი არც ერთი მხარისთვის, რადგან აშშ და უკრაინა მჭიდრო პარტნიორები არიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ტრამპისა და მისი ურთიერთობა გამოსწორდეს, ზელენსკიმ უპასუხა:
"რა თქმა უნდა, გამოსწორებადია, რადგან ეს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე ორი ქვეყნის პრეზიდენტის ურთიერთობა. ეს ისტორიული, ძლიერი ურთიერთობაა ჩვენს ხალხებს შორის და სწორედ ამიტომ ვიწყებ ყოველთვის მადლობით თქვენი ხალხის მიმართ ჩვენი ხალხისგან.
რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ პრეზიდენტის და რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ კონგრესის, მაგრამ პირველ რიგში, მადლიერი ვარ თქვენი ხალხის. თქვენმა ხალხმა ჩვენი ხალხი გადაარჩინა", - თქვა ზელენსკიმ.