ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ, კირ სტარმერს შეხვდა. მისი თქმით, მან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა, ევროპასთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ.
"მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ჩვენი ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად. აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.