ლონდონში ლანკასტერის სასახლეში დასავლელი ლიდერები შეიკრიბნენ | შეხვედრაზე მივიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც

გამოქვეყნდა:

საგანგებო საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ლონდონში ლანკასტერის სასახლე მივიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. სასახლესთან მას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მიესალმა, ლიდერები მცირე გასაუბრების შემდეგ სასახლეში შევიდნენ.

სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ასევე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი პეტრ ფიალა, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ნორვეგიის პრემიერ მინისტრი იონას გაჰრ შტიერი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და სხვები.

მედია იტყობინება, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი,დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოვა, რაც უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთ ვარიანტად არის მიჩნეული.

შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა დაარწმუნა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას "სანამ საჭირო იქნება" და  მყარად და მტკიცედ არის განწყობილი მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი