"რუსეთი მშვიდობაზე საუბრის დროსაც კი, დაუნდობელ აგრესიას აგრძელებს" | კირ სტარმერი

გამოქვეყნდა:

საგანგებო საერთაშორისო სამიტის გახსნისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობას და უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, დასავლელი ლიდერები იქნებიან უკრაინის გვერდით იმდენხანს რამდენიც საჭირო იქნება.

კირ სტარმერის თქმით, ეს არის მომენტი რომელიც ევროპის უსაფრთხოებაში თაობაში ერთხელ ხდება.

უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღწევა, ეს არის არა მხოლოდ მართლის და მტყუანის საკითხი, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქ წარმოდგენილი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და ბევრი სხვისთვისაც.

სტარმერის თქმით, ის აპირებს იმუშაოს უკრაინის გეგმაზე, რათა „შემდეგ ის განიხილოს აშშ-სთან ერთად და ერთად წავიდნენ წინ“.

"დღევანდელი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ სამართლიან, გრძელვადიან მშვიდობა და როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან რუსეთი მშვიდობაზე საუბრის დროსაც კი, დაუნდობელ აგრესიას აგრძელებს“. - განაცხადა სტარმერმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი