"ომის გაგრძელებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით გამყარებული მშვიდობა" | ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან, ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით დასასრულებლად ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

ომის გაგრძელებით და ხელახლა გაჩაღებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკრაინის ირგვლივ ერთიანობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერება ჩვენს მოკავშირეებთან - ევროპისა და შეერთებული შტატების ქვეყნებთან თანამშრომლობით.

უკრაინას სჭირდება მშვიდობა, რომელიც გამყარებული უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით.

მადლობელი ვარ იტალიის,  უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საქმეში მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა. შეხვედრა ლონდონში საგანგებო საერთაშორისო სამიტის დაწყებამდე შედგა, რომელიც უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების საკითხს ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი