"ისტორია გვეუბნება, რომ თუ ევროპაში კონფლიქტი წარმოიშობა, ის ჩვენს ნაპირებსაც მოაღწევს" | ბრიტანეთის პრემიერმინისტრი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით £1,6-მილიარდიანი დახმარების შესახცებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან ევროპელი ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს იქნება გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის დაფინანსება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, "შეიძინოს 5000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც დამზადდება ბელფასტში და შექმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ბრწყინვალე თავდაცვის სექტორში"

"კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიცაა მინსკი, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია, დაარღვიოს"- განაცხადა სტრამერმა.

კითხვაზე შეუძლია თუ არა გამორიცხოს კონფლიქტი დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის. სტრამერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო გარანტიის მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილება.

"მე არ მსურს კონფლიქტი უკრაინაში, ევროპაში და, რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთში. მე მინდა სტაბილურობა გაერთიანებულ სამეფოში. სტაბილურობის უზრუნველყოფა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ უკრაინაში შეთანხმების დაცვა, რადგან ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ თუ ევროპაში კონფლიქტი წარმოიშობა, ის ჩვენს ნაპირებსაც მოაღწევს.“ - განაცხადა სტრამერმა.

სტარმერმა ასევე დაადასტურა გეგმები შექმნას "მსურველთა კოალიცია" უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, რომლის მხარდასაჭერადაც დიდი ბრიტანეთი მზად არის "მიწაზე ჩექმებით და ჰაერში თვითმფრინავებით". მისი თქმით, "რამდენიმე ქვეყანა" მიუთითებს, რომ მათ სურთ შეუერთდნენ "მსურველთა კოალიციას", მაგრამ ამბობს, რომ ამის გამოცხადება მათზეა დამოკიდებული. სტარმერმა მიანიშნა, რომ ეს საკითხი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან წუხელ მათ სატელეფონო საუბარში განიხილა.

"მე არ შევუდგები ამ საუბრის დეტალების განხილვას, მაგრამ მე არ გადავდებდი ამ ნაბიჯს ამ გზაზე, რომ არ მივიჩნევდე, რომ ამას დადებითი შედეგი ექნებოდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ - უკრაინამ, ევროპამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ერთად ვიაროთ ხანგრძლივი მშვიდობისკენ." - აღნიშნა მან.

სტრამერის თქმით, ნებისმიერი საბოლოო გარიგებისას მოუწევთ მასში რუსეთის ჩართვა, თუმცა რუსული დარღვევების ისტორიის გათვალისწინებით, მან არ უნდა უკარნახოს ის გარანტიები, რომელიც შეთავაზებული იქნება უკრაინისთვის.

”ეს არის ზუსტად ის ვითარება, რომელსაც ვფიქრობ, რომ ამჯერად უნდა ავიცილოთ თავიდან, ამის გამო მივდივართ ამ გზით”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი