ლონდონში გამართულ სამიტზე დასავლელი ლიდერები უკრაინის დახმარებისთვის ოთხ ნაბიჯზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ისაუბრა:
• ომის მიმდინარეობისას უკრაინის სამხედრო დახმარება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა;
• ნებისმიერმა მუდმივმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მაგიდასთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს;
• სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები იზრუნებენ, რომ შეაჩერონ რუსეთი უკრაინაში სამომავლო შეჭრისგან;
• იარსებებს "მსურველთა კოალიცია" უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად