"ნაყოფიერი საუბრები მქონდა ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან - ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსა და ესტონეთის პრემიერმინისტრს, კრისტენ მიჰალთან.
მე მათ ლონდონში გუშინ გამართულ სამიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდე. ჩვენ ერთად უნდა მოვამზადოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უსაფრთხოების რეალურ გარანტიებთან დაგვაახლოებს. არის კონკრეტული ინიციატივები და ჩვენ მათზე ვიმუშავებთ.
ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად და საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩვენთვის ყველა პარტნიორთან ერთიანობა გადამწყვეტია. უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები - მხოლოდ ერთად შეგვიძლია აღვადგინოთ უსაფრთხოება მთელი ჩვენი ხალხისთვის და ეს მართლაც შესაძლებელია.
მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის და თავდაცვის ახალი პაკეტების გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება."
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.