"პარტნიორებთან ერთად მუშაობას განვაგრძობთ. ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და სულ მალე დამატებითი ნაბიჯებიც იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ჩვენი დიპლომატია მართლაც არსებითი იყოს, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. ჩვენ ვკარგავთ ხალხს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი და გარანტირებული უნდა იყოს უსაფრთხოება.
ჩვენ ვმუშაობთ ამერიკასა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და მშვიდობის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. მშვიდობა საჭიროა რაც შეიძლება მალე."
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.