პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ის არ მიიჩნევს, რომ უკრაინის იშვიათი მინერალებთან დაკავშირებული საინვესტიციო შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ამის შესახებ ის სამშაბათ საღამოს, კონგრესში გამოსვლისას ისაუბრებს.
"არა, მე ასე არ ვფიქრობ [რომ უკრაინის მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება დასრულებულია]. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი საქმეა" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე კითხეს, თუ რას მოელის უკრაინის ლიდერისგან იმისთვის, რომ მოლაპარაკებები განაახლოს.
"უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ის უფრო მადლიერი უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყანა მათ გვერდში ედგა ჭირსა და ლხინში". - აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტისგან აშშ-ში 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა