ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა. ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი CNN-თან საუბარში ადასტურებს.

"პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ ამ მიზნისადმი ერთგულნი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის გადაწყვეტილებას ხელს უწყობს", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის უკრაინის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად 28 თებერვალს ჩავიდა. ოვალურ კაბინეტში მედიის თანდასწრებით შეხვედრისას ტრამპსა და ზელენსკის შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მათ იკამათეს, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. არ ჩატარდა არც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, გაუქმდა შემდგომი ერთობლივი პრესკონფერენცია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დასავლურმა სამყარომ აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა - ევროპელმა და მათ შორის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ტრამპი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელია, ის პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და ამერიკელებს ტრამპის საქციელის გამო უნდა რცხვენოდეთ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი