ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, მსახიობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
"ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში ამ წუთებში გაიგზავნა" - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი.
სტრასბურგის სასამართლოში განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში უკვე გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად დარჩა პატიმრობაში.
შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ოლიგარქის სასამართლომ მსახიობი და კიდევ 10 პირი, 10 იანვარს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.