"უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს" | ტრამპის თქმით, ზელენსკისგან წერილი მიიღო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკრაინის ლიდერისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომლის თანახმადაც ოფიციალური კიევი "მოლაპარაკებებისთვის მზად არის". შესაბამისი განცხადება ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტრამპის თქმით, წერილში წერია, რომ უკრაინა მზად არის "მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს". ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ზელენსკისგან დღეს მიღებული "მნიშვნელოვანი" წერილია. 

ტრამპის ცნობით, წერილში წერია: "მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დასახმარებლად. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს, რაც თქვენთვის ხელსაყრელია".

ტრამპის განცხადებით, იგი აფასებს წერილს და აღნიშნავს, რომ "ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის".

შეგახსენებთ, რომ ტრამპსა და ზელენსკის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელი ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ, თუმცა შეთანხმება თეთრ სახლში მომხდარი კამათის გამო ჩაიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი