დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა პუტინის რუსეთის მხრიდან დარღვევები თავიდან აიცილოს. ამის შესახებ მან თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
"კონფლიქტის ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია დაარღვიოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს", - განაცხადა სტარმერმა და დაამატა და ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას.