ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს

"მე ვესაუბრე ბუნდესტაგის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რათა გულწრფელი საუბარი მქონოდა სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენს ხედვაზე სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

ჩვენ ვეყრდნობით ევროპის ერთიანობას უკრაინის გარშემო და ვმუშაობთ ამაზე. ჩვენ ყველას გვინდა ჩვენი ხალხის უსაფრთხო მომავალი. არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებული ძალისხმევით და აშშ-ის ხელმძღვანელობით ეს სრულიად მიღწევადია.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება გერმანიის წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და რაც მთავარია, ათასობით ადამიანის სიცოცხლის დაცვაში. ჩვენ ვხედავთ ამ სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს. ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას.

გმადლობ მხარდაჭერისთვის," - წერს ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი