უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის ახალი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
მისი თქმით, მუშაობის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება.
"დღეს ჩვენმა გუნდებმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა. ანდრეი ერმაკმა და მაიკლ უოლცმა ისაუბრეს, არის პოზიტიური მოძრაობა. იმედი გვაქვს, მომავალ კვირას პირველი შედეგები გვექნება. ასევე უნდა განვაახლოთ მოძრაობა ევროპული მიმართულებით, რაც ეხება ჩვენს ევროინტეგრაციას... იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.