რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა | დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმიამ კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, რომ თავდასხმა საღამოს საათებში მოხდა და იერიშის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კერძოდ, დაზიანდა 5-სართულიანი სასტუმრო, ადგილზე გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანის პროცედურა მალევე დაიწყეს და ყველა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი