ნორვეგია 2025 წელს უკრაინის დახმარებას 7,8 მილიარდ დოლარამდე გაზრდის - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა იუნას გარ სტორემ გააკეთა. მისი თქმით, დახმარება 50 მილიარდი ნორვეგიული კრონით, ანუ 4,5 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
„ნორვეგიული დახმარება დაეხმარება უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში და გააძლიერებს სამშვიდობო გეგმას, რომელზეც ევროპის ქვეყნები მუშაობენ“, - ნათქვამია სტორეს განცხადებაში.