ევროპული საბჭო ბრიუსელში ჩატარებული საგანგებო სამიტის შემდეგ, ორ დოკუმენტს აქვეყნებს - ერთი ეხება უკრაინას, მეორე კი ევროპის თავდაცვის გაძლიერების საჭიროებას.
დასკვნაში წერია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი და მისი შედეგები "ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევას წარმოადგენს".
ძირითადი პრინციპები:
"ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ამით, კავშირი გააძლიერებს მთლიან თავდაცვის მზადყოფნას, შეამცირებს სტრატეგიულ დამოკიდებულებებს, აღმოფხვრის კრიტიკულ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას შესაბამისად მთელს გაერთიანებაში, რათა ის უკეთესად მიაწოდოს აღჭურვილობა საჭირო რაოდენობით და დაჩქარებული ტემპით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის გაზრდას."
საბჭო წერს, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იქნას მიღებული უკრაინასთან, ასევე თანამოაზრე და ნატოს პარტნიორებთან ერთად.
რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ:
"ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას. 2025 წელს ის უკრაინას 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს, უკრაინის ფონდიდან 12,5 მილიარდ ევროს და 18,1 მილიარდ ევროს G7 ERA-ს ინიციატივით, რომელიც ანაზღაურდება რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგებით.
ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების ფარგლებში დაფინანსების წინასწარ ჩატვირთვისთვის. ის ასევე მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ უკრაინის მექანიზმის ფარგლებში არსებული ყველა ვარიანტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით."
უკრაინის დახმარების ნაწილში, საგანგებო სამიტის დოკუმენტზე, 26 ქვეყნის თანხმობაა. ტექსტის შინაარსს არ დაეთანხმა უნგრეთის პრემიერი ორბანი. ევროკავშირის თავდაცვის ნაწილზე, მეორე დოკუმენტს 27-ვე ქვეყნის თანხმობა აქვს.