იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოთქვა ინიციატივა, რომ NATO-ს მეხუთე მუხლი უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე გავრცელდეს.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მტკიცე გადაწყვეტილებებზე, ვიდრე ეს უკრაინაში ევროპელი მშვიდობისმყოფელების განთავსებაა. ეს არ იქნება NATO-ში გაწევრიანება, თუმცა იქნება NATO-ს ქვეყნების დაცვის უკრაინაზე გავრცელება," - განაცხადა ჯორჯია მელონიმ ბრიუსელში, ევროპის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, NATO-ს მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.
[ფოტო: არქივი]