არ გვსურს, რომ ვავნოთ უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს | ტრამპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მალე გადაწყვეტს გაუუქმოს თუ არა დროებითი იურიდიული სტატუსი იმ 240 000 უკრაინელს, რომლებმაც ომის დროს ქვეყანა დატოვეს და ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.

კითხვაზე განიხილავს თუ არა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსის გაუქმებას ტრამპმა უპასუხა:

"ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს ზიანი მივაყენოთ, რა თქმა უნდა არ ვცდილობთ მათ ვავნოთ და მე ამას განვიხილავ. იყო ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ ეს მიზანშეწონილია და ზოგი ფიქრობ რომ არ არის. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. მაგრამ არ გვსურს, მათ ვავნოთ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მანამდე, საერთაშორისო გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა, რაც გამოცემის ცნობით, პოტენციურად უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას დააჩქარებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ამ ეტაპზე არ ადასტურებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი