საფრანგეთი უკრაინას, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, 195 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი უკრაინას195 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, ამისთვის კი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ პროცენტს გამოიყენებს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ თქვა, რომ ქვეყანა უკრაინას მიაწვდის 155 MM კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და AASM საავიაციო ბომბებს.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC მსუბუქი ტანკების და VAB ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას, რასაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ.

მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი