უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა ასობით თავდასხმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის იარაღით, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს შეიცვას.
"ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა ასობით თავდასხმა განახორციელა ჩვენს ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით: დაახლოებით 1 200 მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 870 თავდასხმის დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
ყველა შაჰედის დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს.
ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებები სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად," - წერს ზელენსკი.