ზელენსკის იმედი აქვს, რომ აშშ-უკრაინის გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში დადებით შედეგს მოიტანს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ აშშ-უკრაინის გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში დადებით შედეგს მოიტანს ყველა მიმართულებით.

"ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობის მოსაახლოებლად - იქნება ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. იმედი გვაქვს, რომ [შეხვედრა] დადებით შედეგს მოიტანს, როგორც მშვიდობის მოახლოების კუთხით, ისე მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით", - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის შეხვედრა გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი