ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
"უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის შემოჭრიდან სამი წლის შემდეგ მძიმე რჩება. მდგომარეობა განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე გაუარესდა. ფინეთი უკრაინას საბიუჯეტო პუნქტიდან "უკრაინის მხარდაჭერა" ჯამში 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. დახმარება გაიგზავნება გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მეშვეობით", - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათი თქმით, ფინეთი უკრაინის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.